1400. გორი, დ. გურამიშვილის #5      (+995) 593 21 25 65     goriconnect@gmail.com

Fields marked with an asterisk (*) are required.
Name *
Username *
Password *
Verify password *
Email *
Verify email *
 გორის მუზეუმი

გორის მუზეუმი

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მუზეუმის დაარსება XX საუკუნის 30-იან წლებში ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა ივანე ჯავახიშვილმა, სერგი მაკალათიამ და იოსებ ყიფშიძემ, საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენეს საკითხი გორში, როგორც შიდა ქართლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრში, მუზეუმის დაფუძნების შესახებ. 1935 წელს, საზოგადოების მხარდაჭერითა და სახკომსაბჭოს გადაწყვეტილებით, გორის კათოლიკური ეკლესიის დამხმარე ნაგებობაში (ნ. ლომოურის ქ.#7) დაფუძნდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელსაც 1943 წლიდან ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი ეწოდა. 2001 წელს მუზეუმი გადავიდა კირიონის ქ. #12-ში მდებარე შენობაში, ხოლო 2005 წელს მას მიენიჭა მისი ერთ-ერთი დამაარსებლის პროფესორ სერგი მაკალათიას სახელი. ეს იყო უდავოდ იშვიათი გამონაკლისი, როდესაც მუზეუმი ჩამოყალიბდა სამუზეუმო კოლექციებისა და ფონდის გარეშე. ამიტომაც, მისი დაარსების ინიციატორებმა პირველივე დღიდან დაიწყეს ზრუნვა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების შესაგროვებლად და სამუზეუმო ფონდის შესაქმნელად.
სწორედ მათ მიერ ჩატარებული ინტენსიური საველე-საექსპედიციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალა დაედო საფუძვლად მუზეუმის ძირითადი ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც ათეული წლების მანძილზე მდიდრდებოდა როგორც ქართული, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის ქვეყნების მატერიალური და სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლებით (2009 წლისათვის მუზეუმის საფონდო ერთეულთა რაოდენობამ 85 000 ერთეულს გადააჭარბა).
მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა პერიოდის (ძვ. წ. I ათასწლეულიდან XX ს-ის ჩათვლით) მდიდარ კოლექციებს: არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ მასალას, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების, ქართული და არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების ნიმუშებს, ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნებს, დოკუმენტებს, სიგელ-გუჯრებს, ფოტოარქივს, სამეცნიერო ბიბლიოთეკას და პერიოდიკას.

Date

06 ნოემბერი 2022

Tags

გორი, ტურიზმი, შოპინგი