სტალინის მუზეუმში ჰყავთ რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი გიდები, ხოლო უფლისციხის მუზეუმში - ინგლისურენოვანი გიდი.
როგორ გაუმკლავდებიან აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს, სტალინის მუზეუმში იმედოვნებენ, რომ ტურისტულ კომპანიებს შესაბამისი ნებართვის მქონე გიდები ეყოლებათ.
ახალი ნორმების მიხედვით, შრომითი საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია შესაბამისი უფლების მიღება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გასცემს, თუმცა განსაზღვრულია ლიმიტები.
უცხოელის დასაქმებისთვის
2 000 ლარით ჯარიმდება როგორც დამსაქმებელი, ისე უცხოელი.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება 4 000 ლარამდე
განმეორებით დაჯარიმების შემდეგ კვლავ დარღვევისას ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს 12 000 ლარამდე.